10/10/2024
10:42
მსოფლიო
„სანამ ნარენდრა მოდი 2014 წელს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა, ხელმძღვანელობაში ხშირი ცვლილებების გამო ქვეყანაში არასტაბილურობა იქმნებოდა,“ - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოდკასტში სახელწოდებით Flagrant.
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი „საუკეთესო ადამიანად“ შეაფასა, რომელიც შეიძლება „მკაცრიც იყოს, როცა საჭიროა“.
"მანამდე, [ინდოეთის პრემიერ-მინისტრები] ყოველწლიურად იცვლებოდა, რაც ძალიან არასტაბილურ მდგომარეობას ქმნიდა. მოხარული ვარ, რომ ის [მოდი] პრემიერი გახდა, საუკეთესო ადამიანია, ის ჩემი მეგობარია. თითქოს მამასავითაა... ტეხასის შტატში, ჰიუსტონში, 2019 წელს, ინდური საზოგადოებისთვის ღონისძიება 'Howdy Modi' ჩატარდა. სტადიონზე გამართულ ღონისძიებას ზღვა ხალხი დაესწრო, რამაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას გაუსვა ხაზი," - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე პრემიერ-მინისტრთან საუბარი გაიხსენა, როდესაც მოდიმ თქვა, რომ „აშშ-ის მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ინდოეთს შეუძლია, ისლამაბადს გაუმკლავდეს.“
“რამდენჯერმე ინდოეთს მიმართ მუქარის შემთხვევები იყო. მე [მოდის] დახმარება შევთავაზე, რომ მათ დასამარცხებლად ყველაფერს გავაკეთებდი, რაც საჭირო იქნებოდა...“ - თქვა ტრამპმა პაკისტანის დასახელების გარეშე.
0
0