01/12/2023
09:02
კულტურა
ის, რაც დღეს საქართველოს სამუზეუმო სფეროში ხდება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ ისტორიკოსმა, ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩვენ მოვახერხებდით უცხოეთში გატანილი ქართული კოლექციების შესყიდვას და უკან, სამშობლოში დაბრუნებას - არ დავიჯერებდი. დღეს ჩვენ ეს რეალობა გვაქვს. მსოფლიო მნიშვნელობის მხატვარი, რომლის გამოფენას ლუვრიდან დაწყებული ვერსალით დამთავრებული, ნებისმიერი მუზეუმი ისურვებდა და 30 წლის განმავლობაში დაკარგული იყო, სახელმწიფოს დაუბრუნდა. თქვენ როგორ ფიქრობთ ეს შემთხვევით ხდება?! ეს არ არის საზოგადოების პასუხი იმაზე, რაც ქართულ კულტურაში ხდება?! დღე არ გავა, ქართულ კულტურაში მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი არ არსებობდეს. დღეს ქართულ თეატრებში, მუზეუმებსა და ესტრადაზე ხდება ისეთი რამ დიდი ხნის სურვილი იყო“, - აღნიშნა გიორგი კალანდიამ.
0
0