12/08/2022
11:00
მსოფლიო
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადებით, ის, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში მოხდეს, ბევრად უფრო საშიში იქნება ჩერნობილთან შედარებით.
„ის, რაც ჩერნობილში მოხდა, მხოლოდ ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოხდეს. მიუღებელია სიტუაცია, როდესაც რუსმა ტერორისტებმა იარაღით დაიპყრეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და პირობებს გვკარნახობენ. რუსმა ტერორისტებმა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აიღეს ატომური ობიექტი და პარალელურად, თავადვე იწვევენ გაეროს უშიშროების საბჭოს. მსოფლიო თავდაყირა დადგა.
მსოფლიო დღეს სულ სხვა გახდა, არ ესმის, რა ხდება. ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება. ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა მოსთხოვოს რუსეთისგან, რომ უკრაინის ტერიტორიიდან ჯარი გაიყვანოს“, - განაცხადა დანილოვმა.
0
0