13/04/2023
11:45
სპორტი
საქართველოს ნაკრების და „მილანის“ ყოფილი მცველი კახა კალაძე „სან სიროზე“ „მილანი“ – „ნაპოლის“ მატჩს დაესწრო და ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე Prime Video-ს ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
„ის ფენომენია, ჯერ კიდევ თბილისის „დინამოს“ ასაკობრივი გუნდიდან დამამახსოვრდა. მას აქვს შანსი გახდეს ძალიან დიდი ფეხბურთელი. მისგან ასეთ ძლიერ დაწყებას არავინ ელოდა, მაგრამ მას კიდევ შეუძლია გაიზარდოს და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი მოთამაშე გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„როსონერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თავისი ყოფილი კლუბის, „მილანის“ შესახებაც ისაუბრა:
„იტალიაში დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა, „სან სიროზე“, მშვენიერი დრო გავატარე ჩემს იტალიელ მეგობრებთან ერთად. ასეთი გულშემატკივრებით სხვანაირი მოტივაციით ვთამაშობდით. „მილანს“ აქვს უდიდესი ისტორია და ბევრი ტიტული და არის გუნდი, რომელმაც ბევრი რამ მომცა. მე მიყვარს იტალია და იტალიელები, ეს ჩემთვის მეორე სახლია“.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024