03/08/2024
17:13
სპორტი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა პარიზის ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტების გამოსვლა შეაფასა.
„ჩემში ბევრი ემოციაა. სიხარულისა და მოწყენის უამრავი საფუძველი მაქვს. ასეთი დაძაბული და სხვადასხვანაირი ემოცია არცერთ შეჯიბრებაზე არ მქონია. თუმცა, ის ფაქტი, რომ ისტორიული შედეგი გვაქვს, გვყავს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ყველაფერს ფარავს. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა.
გვაქვს ორი ვერცხლის მედალი ოქროსთან ერთად. ჩემს უარყოფით ემოციას ისიც იწვევს, რომ დასანანი შეხვედრები დავთმეთ. გუნდის რამდენიმე ლიდერმა მედლის რეალური შანსი დაკარგა, თუმცა ეს სპორტია. ქართული ძიუდო თავის სიტყვას ამბობს, ის მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში. ვფიქრობ, მომავალი გვაქვს, წინ მივდივართ. რომ არა გარკვეული პრობლემები, თუნდაც ის, რაც თუშიშვილთან მიმართებით შეიქმნა, შეგვეძლო, არა მხოლოდ ტოკიოში ნაჩვენები შედეგის გამეორება, არამედ გაუმჯობესებაც.
ვულოცავ ჩემპიონს, მედალოსნებს, ქართული სპორტის გულშემატკივრებს, ფედერაციას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, ვინც ამ ნაკრების მომზადებაში ერთგულად და თავდადებით დაიხარჯა და მათ, ვისაც ჩვენი ჯეროდა“, – განაცხადა ლაშა გუჯეჯიანმა.
0
0