07/09/2024
23:48
სპორტი
ერთა ლიგის პირველ ტურში ჩეხეთის 4:1 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა
მისი თქმით, რა თქმა უნდა, მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა
"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. გარედან ყველაფერი არ ჩანს... ამ გუნდის ყოველთვის მჯეროდა. ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და გუნდურობის მნიშვნელობა გაიაზრეს. მნიშვნელოვანი იყო, ევროპორველობის შემდეგ როგორ დავბრუნდებოდით და რაც დღეს ვნახე, ეს სასიხარულო იყო, ვულოცავ ჩემ გუნდს!
ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო, მაგალითად, კიტეიშვილს ამ ეტაპზე 90 წუთით თამაში არ შეეძლო. შეცვლა ჩაკვეტაძემაც მთხოვა. აი, კაკაბაძის გაყვანა წინასწარ დადეგმილი არ ყოფილა. რაც შეეხება კვარაცხელიას დასვენებას, მან კარგად იცის, ძალები როგორ გადაანაწილოს.
საწყის წუთებში შეტევაში არ გვითამაშია, შემდეგ შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, წინ დარჩენილიყვნენ და მეტი სივრცე შეექმნათ. კიტეიშვილი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია, მას უდიდეს კლუბებში თამაში შეუძლია. საკუთარ როლს იდეალურად ასრულებს და მოხარული ვარ, ის რომ ჩემს გუნდშია.
რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინები და ამბიციები გაიზარდა. დღეს იდეალურად ვითანაშეთ, მაგრამ მარცხიც იქნება. მთავარია, როგორ ვითამაშებთ. ხვალიდან ახალ ამოცანაზე ვიმუშავებთ - ალბანეთში უნდა ვითამაშოთ.
ახალწვეულების ასეთ მშვიდ მატჩში შესვლა მნიშვნელოვანია, რათა გამოცდილება შეიძინონ". - თქვა სანიოლმა
0
0