03/10/2023
22:05
სპორტი
იტალიაში, ქალაქ ტერნიში ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს
ეტლით მოფარიკავეთა B კატეგორიაში ხმლით მოასპარეზეთა შორის ბრინჯაოს მედალი ქართველმა სპორტსმენმა ირმა ხეცურიანმა მოიპოვა.
ირმა ხეცურიანმა, რომელიც წინასწარი ასპარეზობიდან თავისუფალი იყო, მერვედფინალში ბერძენი კალიოპა ლუფაკი 15:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში უნგრელ ბოგლარკა მეზოს 15:12 მოუგო, ნახევარფინალში კი, ქართული მხარის დიდი პროტესტის მიუხედავად, მსაჯებმა ჩათვალეს, რომ გადამწყვეტი ჩხვლეტის ავტორი ჩინელი სიაო რონი იყო და არა ირმა ხეცურიანი.
საბოლოოდ, ჩინელმა სპორტსმენმა ფინალში უკრაინელი ელენა ფედოტა 15:4 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ირმა ხეცურიანმა კი გერმანელი დენიზ ჰატერს 15:8 სძლია და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ეტლით მოფარიკავეთა A კატეგორიაში ხმლით მოასპარეზე ნინა თიბილაშვილმა მეთექვსმეტედფინალში მაკაოელი ლაო ინ ი 15:8 დაამარცხა, მერვედფინალში უკრაინელ ევგენია ბრეუსს 15:12 სძლია, მეოთხედფინალში კი 15:5 მოუგო თანამემამულე გვანცა ზადიშვილს, რომელსაც ესპანელი ბეგონა გარიდო 15:2, იტალიელი ლორედანა ტრიჯილია კი 15:4 ჰყავდა დამარცხებული.
ნახევარფინალში ნინა თიბილაშვილი ჩინელ ცზოუ სიუფენთან 14:15 დამარცხდა., ზადიშვილმა კი ბრინჯაოს ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა პოლონელ მარტა ფიდრიხს 15:10 მოუგო.
ბრინჯაოს ფინალში ნინა თიბილაშვილი ჩინელ გო ჰაიიანთან 4:15 დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე გავიდა, გვანცა ზადიშვილმა უნგრელი ევა ანდრეა ჰაიმასი 15:13 დაამარცხა და პირველად მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი.
0
0