27/10/2024
22:28
მსოფლიო
ირანზე თავდასხმა იყო ზუსტი, ძლიერი და მან ყველა სამიზნეს მიაღწია, „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ აღარ არიან ეფექტური იარაღი ირანის მარიონეტულ არენაზე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელმა მძიმე დარტყმა მიაყენა ირანის უნარს, დაიცვას საკუთარი თავი და აწარმოოს რაკეტები.
„შაბათს, დილის საათებში ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება. საჰაერო ძალებმა ირანზე იერიში მიიტანეს. ირანზე თავდასხმა იყო ზუსტი და ძლიერი და მან ყველა სამიზნეს მიაღწია. „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ ეს ორი ორგანიზაცია, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ისრაელის წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად აღარ არიან ეფექტური იარაღი ირანის მარიონეტულ არენაზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, ისრაელმა ირანზე დარტყმების სამი სერია განახორციელა. მედიის ცნობით, ოპერაციაში 100 ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა. თავდასხმის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ თეირანს აქვს უფლება და ვალდებულება, დაიცვას თავი ამ დარტყმების შემდეგ.
0
0