25/06/2022
18:14
მსოფლიო
ირანთან ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე მოლაპარაკება, რომელიც სამი თვის წინ შეჩერდა, რამდენიმე დღეში გაგრძელდება, განაცხადა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა 25 ივნისს თეირანში მოულოდნელი ვიზიტის დროს.
„JCPOA-ს გარშემო მოლაპარაკებას განვაახლებთ უახლოეს დღეებში... მე ვგულისხმობ, მალე, დაუყოვნებლივ“, - თქვა ბორელმა ირანის დედაქალაქში პრესკონფერენციის დროს, როგორც ბირთვულ შეთანხმებას უწოდებენ, „ყოვლისმომცველი ერთობლივი სამოქმედო გეგმის“ შესახებ.
ბორელმა ეს განცხადება გაკეთა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ ირანში მოულოდნელი ვიზიტის მეორე დღეს. ამირ-აბდოლაჰიანმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკება განახლდება.
„ხანგრძლივი და დადებითი საუბარი გვქონდა ირანსა და ევროკავშირს შორის გლობალური თანამშრომლობის შესახებ“, თქვა მინისტრმა. „შევეცდებით, პრობლემები და აზრთა სხვადასხვაობა მოვაგვაროთ მოლაპარაკების დროს, რომელიც მალე განახლდება“.
2015 წლის შეთანხმება ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას თეირანისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ირანთან მსოფლიოს ექვსი ქვეყნის შეთანხმებას ბირთვულ სფეროში გაუქმების საფრთხე შეექმნა, როცა 2018 წელს აშშ-მა, პრეზიდენტ ტრამპის დროს, ცალმხრივად დატოვა ის და ირანს გამანადგურებელი ეკონომიკური სანქციები დაუწესა.
ირანმა ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ესწრაფვის შეთანხმების აღდგენას.
0
0