30/09/2022
13:37
მსოფლიო
„ირანის რამდენიმე ქალაქში, პოლიციის მიერ დაკავებული ახალგზარდა ქალის გარდაცვალების გამო, საპროტესტო აქციები გრძელდება. დადასტურებულია, რომ თითქმის ორკვირიან დემონსტრაციებს, სულ მცირე, 83 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები,“ - წერს Twitter-ზე ნორვეგიაში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი.
სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, პოლიციამ პროტესტის ბევრი მონაწილე დააკავა.
როგორც უფლებადამცველებმა განაცხადეს, დაკავებულია ათობით აქტივისტი, სტუდენტი და ხელოვანი, ხოლო ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა Twitter-ზე დაწერა, რომ 29 სექტემბრის მდგომარეობით, უსაფრთხოების ძალებმა, სულ მცირე, 28 ჟურნალისტი დააკავეს.
22 წლის ქალი, მაჰსა ამინი, რომელიც წარმოშობით ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საქეზიდან იყო, თეირანში ზნეობის პოლიციამ ჰიჯაბის „არასათანადო ტარების“ გამო დააკავა. ზნეობის პოლიცია ისლამური რესპუბლიკის მიერ ქალებისთვის დაწესებულ ჩაცმულობის მკაცრ კოდექსს იცავს. დაკავებული ქალი განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მაჰსა ამინის სიკვდილს ირანის ქუჩებში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა, რომელიც ყველაზე ფართომასშტაბურია 2019 წელს ბენზინის ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების შემდეგ.
0
0