22/10/2024
12:37
მსოფლიო
ირანი მზადაა, ისრაელს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს, – ამის შესახებ ირანის არმიის მთავარსარდალმა, აბდოლრაჰიმ მუსავიმ განაცხადა.
ირანის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიონისტური რეჟიმი დაუშვებს უმცირეს შეცდომას, ის აუცილებლად წააწყდება ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გადამწყვეტ პასუხს.
ირანის არმიის მეთაურის განცხადებით, აშშ-მა უარი უნდა თქვას ისრაელის მხარდაჭერაზე.
პარალელურად, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანი ყურადღებით აკვირდება აშშ-ის ყველა ბაზას რეგიონში და მათ მოძრაობას. არაღჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არ ემორჩილება საერთაშორისო წესებს, მაგრამ ირანი მზად არის, უპასუხოს შესაძლო საფრთხეებს, აქვს საკუთარი ინსტრუმენტები და მეთოდები თავის დასაცავად.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თეირანი უპასუხებს ისრაელის ნებისმიერ თავდასხმას.
0
0