25/09/2024
15:42
მსოფლიო
„ირანი რუსეთსა და იემენელ მეამბოხეებს შორის მიმდინარე ფარულ მოლაპარაკებებს შუამავლობდა, რომლის მიზანი სამხედრო დაჯგუფებისთვის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემა იყო, ეს კი ხაზს უსვამს მოსკოვთან თეირანის კავშირების გაღრმავებას,“ - განუცხადა Reuters-ს სამმა დასავლურმა და რეგიონულმა წყარომ.
ასევე შვიდი ანონიმური პირის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი "იახონტის" ტიპის [ასევე ცნობილია, როგორც P-800 Oniks-ი] რაკეტების გადაცემის საკითხი, რაც საშუალებას მისცემს ბოევიკებს უფრო ზუსტი გათვლებით მიიტანონ იერიში კომერციულ გემებზე წითელ ზღვაში და აშშ-ისა და ევროპის სამხედრო გემებს უფრო მეტი საფრთხე შეუქმნან.
„,,ჰუსიტები“ და რუსები, წელს, თეირანში ერთმანეთს, მინიმუმ, ორჯერ შეხვდნენ. უახლოეს კვირებში მოსალოდნელია 300 კმ-ზე მოქმედი ათეულობით რაკეტის მიწოდების საკითხის განხილვა. რუსეთმა ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ "იახონტის" ტიპის რაკეტა მანამდეც მიაწოდა. მოლაპარაკებები ირანის პრეზიდენტის ებრაჰიმ რაისის დროს დაიწყო,’ -თქვა ორმა მაღალჩინოსანმა.
ასევე დასავლური დაზვერვის წყაროს განცხადებით, რუსეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს ,,ჰუსიტებისთვის” "იახონტის" ტიპის ზებგერითი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გადაცემაზე. ამ მოლაპარაკებებს ირანელები შუამავლობენ, თუმცა მათ შეთანხმებაზე ხელმოწერა არ სურთ. ირანის გაეროს მისიამ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Reuters-ს კომენტარის გაკეთების შესახებ თხოვნას არ უპასუხა.
”ჩვენ არაფერი ვიცით ამ თემასთან დაკავშირებით”, - თქვა იემენის „ჰუთის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოჰამედ აბდელ-სალამმა.
აშშ-ის მაღალჩინოსანმა არ დაასახელა კონკრეტული სარაკეტო სისტემები, რომლებიც შეიძლება „ჰუსიტებს“ გადაეცეს, თუმცა დაადასტურა, რომ რუსეთი განიხილავს ,,ჰუსიტებისთვის“ რაკეტების მიწოდებას, რაც "ძალიან შემაშფოთებელია". აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა ,,ჰუსიტების” შესაძლებლობების გასაძლიერებლად „ძირს უთხრის საერთო საერთაშორისო ინტერესს წითელ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში გლობალური საზღვაო ნავიგაციის თავისუფლებასა და მდგომარეობის სტაბილურობასთან დაკავშირებით“.
0
0