ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა
24/12/2024
21:20
პოლიტიკა
A-
+A
24 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ილჰამ ალიევს დაბადების დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და საპრეზიდენტო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მადლობა გადაუხადა ყურადღებისა და მილოცვისთვის. საუბრისას ორივე მხარემ გამოთქვა რწმენა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობები წარმატებით განვითარდება სხვადასხვა სფეროში. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მომავალ კონტაქტებზე ახალი წლიდან“, – აღნიშნულია აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0
135
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%