ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის" გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო
30/10/2021
08:45
პოლიტიკა
A-
+A
ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის“ გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი ყველაზე მეტად ვისზეც რადიკალურად რეაგირებს და წყობილებიდან გამოდის, ეს არის მელია.
„ძალიან კარგად მოგეხსენებათ რომ სააკაშვილის დამოკიდებულება მელიას მიმართ არის რადიკალურად განსხვავებული და აბსოლუტურად ნეგატიური. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ სააკაშვილის და გვარამიას გადაწყვეტილება იყო, რომ მელიას „იფსოსის“ გაყალბებული კვლევებითაც არ უნდა მოეგო. სააკაშვილი ყველაზე მეტად ვისზეც რეაგირებს რადიკალურად და გამოდის წყობილებიდან, ეს არის მელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
0
0
314
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%