06/09/2024
15:58
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, გიორგი აბუაშვილის განცხადებით, საკრებულოს დაკავებულ წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს გამოკითხვისას პოლიციელების მხრიდან მის მიმართ მიზანმიმართულ დარტყმაზე, ან ცემაზე არ მიუთითებია.
გამომძიებლის განმარტებით, ისინი ეძგვერაძისგან მიღებულ ინფორმაციას სამართლებრივად შეაფასებენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„შემოსულ შეტყობინებაზე ინფორმაციის მიღების მიზნით შევხვდით ირაკლი ეძგვერაძეს. გასაუბრებისას მან აღნიშნა, რომ პოლიციელების მხრიდან მის მიმართ რაიმე სახის მიზანმიმართულ დარტყმას, ან ცემას ადგილი არ ჰქონია, ის პრეტენზიებს უსაფუძვლო დაკავებასთან დაკავშირებით აფიქსირებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა, ამასთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს. ასევე პრეტენზიას აფიქსირებს, რომ მას პოლიციელები დაკავებისას უხეშად ექცეოდნენ. ამ ინფორმაციას შევაფასებთ და შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
კონკრეტული პიროვნების ვინაობის მითითებით მას საუბარი არ ჰქონია. დაზიანებებს რაც შეეხება, სწორედ დაზიანებებთან დაკავშირებით იყო ინფორმაცია შემოსული, სწორედ ამიტომ შევხვდით მას”,- განაცხადა აბუაშვილმა.
0
0