05/08/2022
10:25
მსოფლიო
„იქნებ უკვე დროა იფიქროს, რას ეტყვის ღმერთს? უნდა იფიქროს, რას ტოვებს ის თავის მიწაზე, რას ტოვებს ჯოჯოხეთის გარდა?“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„კიდევ რამდენი ომი სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს? იქნებ საკმარისია? ასაკიც უკვე დიდი აქვს. იქნებ უკვე დროა იფიქროს, რას ეტყვის ღმერთს? უნდა იფიქროს, რას ტოვებს ის თავის მიწაზე, რას ტოვებს ჯოჯოხეთის გარდა? რა დაემართება რუს ერს, მის ხალხს? ვფიქრობ, რომ არის რაღაცები, რაზედაც საღად ფიქრია საჭირო.
არა დიქტატორივით, არამედ საღად. ყველაფერი, რაც გაკეთდა, უკვე გაკეთებულია, სამწუხაროდ. ამას არავინ აპატიებს. ამას არავინ დაივიწყებს. ამის შემოტრიალება შეუძლებელია. შეუძლებელია! თუ თქვენი შვილი მოკლეს, ის ხელახლა ვერ დაიბადება. მათ ათასობით ასეთი ბავშვი დახოცეს. ამის დავიწყება შეუძლებელია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0