17/10/2024
17:21
მსოფლიო
Google-ის აღმასრულებელი დირექტორი ერიკ შმიდტი ინტერნეტის დასასრულს აანონსებს.
„ინტერნეტი გაუჩინარდება. იქნება ძალიან ბევრი IP მისამართი, ბევრი მოწყობილობა, სენსორი, საგნები, რომლებიც თან გექნებათ, საგნები, რომლებითაც ურთიერთობთ, ისე, რომ ამას ვერც იგრძნობთ. ეს იქნება თქვენი არსებობის ნაწილი, მუდმივად.
წარმოიდგინეთ, რომ დადიხართ ოთახში, ოთახი არის დინამიური და თქვენი სურვილისამებრ ხართ ინტერაქციაში ყველაფერთან“, – განმარტავს შმიდტი.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, – „პერსონალიზებული, ძალიან ინტერაქტიული და ძალიან, ძალიან საინტერესო სამყარო ჩნდება“.
შმიდტმა ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური მიღწევები ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
„რა მოუვა სამუშაო ადგილებს, რომლებიც დაიკარგება?
ეს არის იგივე შემთხვევა, როცა ადამიანებმა შეწყვიტეს ხელით შრომა და ტრაქტორების გამოყენება დაიწყეს“, – აღნიშნა შმიდტმა.
0
0