ინიესტა „ემირეითსის“ ფეხბურთელია
08/08/2023
23:48
სპორტი
A-
+A
ანდრეს ინიესტა კარიერას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გააგრძელებს.
ცნობილი ესპანელი ნახევარმცველი „ემირეითსის“ რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, 39 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ლეგენდამ ბოლო ხუთი წელი „ვისელ კობეში“ გაატარა და ხელშეკრულების ვადა ამოეწურა.
კატალონიური კლუბის ღირსებას კი ინიესტა 22 წლის განმავლობაში იცავდა და „ბარსელონასთან“ ერთად 32 ტიტული მოიგო.
ესპანეთის ეროვნულ გუნდში მან 131 მატჩი ჩაატარა. ინიესტამ საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ერთად ევროპის (ორჯერ) და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
0
0
597
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%