04/12/2023
12:51
კონფლიქტები
გასული კვირის ბოლოს ინგუშეთში რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც მიეძღვნა „ტურიზმსა და კულტურულ ფასეულობებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში“. ამის შესახებ ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობა იტყობინება.
პრესრელიზში ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვაზე, ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე და ა.შ.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს „ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილი“.
ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. კერძოდ, ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ ისაუბრა. საქართველოს მთავრობა ინიციატივაზე კომენტარს არ აკეთებს.
ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ადრე დაასახელა სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტი და განაცხადა, რომ „პროექტის მიზანია სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარება კავკასიონის ქედის გავლით, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის შეამცირებს სატვირთო და სამგზავრო მიმოსვლის მარშრუტს“.
0
0