04/11/2024
11:20
მსოფლიო
აღმოსავლეთ ინდონეზიაში, ვულკან ლევოტობი-ლაკილაკის ამოფრქვევის შედეგად, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებამ რამდენიმე ახლომდებარე სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.
„ამოფრქვევის შემდეგ, გაითიშა ელექტროენერგია, რამაც გამოიწვია ხანგრძლივი ძლიერი წვიმა და ელვა. მოსახლეობა პანიკაშია.
ხელისუფლებამ ვულკანის საფრთხის სტატუსი IV ანუ უმაღლეს დონემდე გაზარდა. აღნიშნული ტერიტორია შვიდი კილომეტრის რადიუსზე უნდა გაიწმინდოს. ცეცხლოვანი ლავა და ქვა-ღორღი, კრატერიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით, უახლოეს დასახლებებში გავრცელდა, რის შედეგადაც მოსახლეობის სახლები დაიწვა. ვულკანის ამოფრქვევამ შვიდი სოფელი დააზარალა“, - განუცხადა Reuters-ს ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საფრთხის შემცირების ცენტრის სპიკერმა ჰადი ვიჯაიამ.
ვულკანი ლევოტობი-ლაკილაკი ფლორესის კუნძულზე მდებარეობს.
0
0