27/07/2022
13:40
მსოფლიო
აღმოსავლეთ ინდოეთში, ბიჰარის შტატის რვა რაიონში მეხის დაცემას 24 საათში 20 ადამიანი ემსხვერპლა. შტატის ჩრდილოეთ რაიონებში ძლიერი ელჭექი ისევ მოსალოდნელია.
გაზეთ The Times of India-ს ინფორმაციით, ინდოეთის მთავარმა მინისტრმა გასულ კვირას შეხვედრა გამართა და სახელმწიფო მოხელეებს ყველა სამთავრობო შენობაში, მათ შორის სკოლებსა და საავადმყოფოებში, მეხამრიდების დამონტაჟება დაავალა.
ინდოეთში, ყოველწლიურად, მუსონური წვიმების დროს მეხის დაცემის გამო ასობით ადამიანი იღუპება - მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინდოეთში ღია ცის ქვეშ მომუშავე ადამიანთა რაოდენობა დიდია, რაც მათ უფრო დაუცველს ხდის. მიმდინარე წლის თებერვალში BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო წლებში, ინდოეთში, ელვის დარტყმით გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024