14/08/2022
12:38
მსოფლიო
აშშ-მა ინდოეთი რუსული ნავთობის ემბარგოს დარღვევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ განცხადება ინდოეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ გააკეთა.
მისი თქმით, აშშ-მა შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ინდოეთის დროში ქვეშ მცურავ გემი სავარაუდოდ გამოყენებული იყო რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტისთვის ნიუ-იორკში, რაც სანქციების გვერდის ავლით მოხდა.
მისივე ინფორმაციით, ინდური გემი რუსულ ტანკერს ღია ზღვაში დახვდა, სადაც მოხდა რუსული ნავთობის გადაქაჩვა, შემდეგ კი ის გუჯარათის პორტში ჩაიტანეს, იქ რუსული ნავთობი გადაამუშავეს და შემდეგ ამავე ხომალდით ჩაიტანეს ნიუ იორკში.
მაღა ჩინოსანს ინდური ხომალდი სახელწოდება და მომხდარის სხვა დეტალები არ დაუსახელებია.
მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ევროკავშირმა რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო დააწესეს, ინდოეთი რუსული „შავი ოქროს“ ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, ინდოეთი რუსულ ნავთობს დაბალ ფასად ყიდულობდა, ივნისში ინდოეთის მიმართ ისმოდა ბრალდებები, რომ ეს ქვეყანა ემბარგოს არღვევს და რუსული ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტებს ევროკავშირსა და აშშ-ში ყიდის.
0
0