22/10/2024
13:22
მსოფლიო
„ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ინდოეთი სხვა ხელოვნური ინტელექტის - „ამბიციური ინდოეთის“ - საშუალებით ფუნქციონირებს, რაც აჩქარებს ქვეყნის განვითარებას,“ - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ მსოფლიო სამიტზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წელს დაწყებულ ხელოვნური ინტელექტის მისიის ფარგლებში, ინდოეთი ყველა სექტორში გაზრდის ტექნოლოგიის გამოყენებას.
"ეს ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა, რომელსაც მსოფლიოს მომავალი უკავშირდება. ინდოეთი ორი ხელოვნური ინტელექტით ფუნქციონირებს. მსოფლიოსთვის ერთი ხელოვნური ინტელექტი არსებობს, თუმცა ინდოეთს მეორე ხელოვნური ინტელექტიც აქვს - ეს არის „ამბიციური ინდოეთი“. ორივე ერთად კი ინდოეთის განვითრებას აჩქარებს, ”- თქვა ნარენდრა მოდიმ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დასვენების საშუალება არ არის, რადგან მისი მთავრობა ინდოეთის ოცნებების ახდენაზე მუშაობს.
„ინდოეთი, გლობალური კრიზისის ფონზე, იმედის სხივია. ინდოეთი იმედს აძლევს სხვადასხვა პრობლემაში ჩაფლულ მსოფლიოს. ქვეყანა მუშაობს უპრეცედენტო მასშტაბით და სისწრაფით ყველა სფეროში", - თქვა მოდიმ.
ნარენდრა მოდიმ ასევე პოლიტიკური ოპოზიცია გააკრიტიკა.
„ასეთი ტრადიციაა... ყველა ხელისუფლება თავის მიერ გაკეთებულ საქმეებს წინას ადარებს. თუმცა ამიერიდან ვეღარ შევადარებთ ერთმანეთს წარსულსა და აწმყოს და ბედნიერი ვიქნებით. ამიერიდან წარმატების მეტრიკა იქნება ის, რისი მიღწევაც გვინდა... და ეს არის „განვითარებული ინდოეთი“ 2047 წლისთვის“, - დასძინა ნარენდრა მოდიმ.
0
0