05/12/2021
17:05
პოლიტიკა
მისი თქმით, გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ პროცესის დაჩქარება.
"იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი სხვა პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ ჩქარობს მათ შევსებას მაშინ, როდესაც ისინი, საქართველოს კონსტიტუციით, წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში.
შესაბამისად, რთული ასახსნელია, რატომ დაჩქარდა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როცა იგივე ადამიანები პარლამენტში, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრები, შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.
იმედი მაქვს, ქართველები ასეთი რეფორმის საჭიროებას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
0
0