31/08/2023
23:19
კულტურა
30 ათასი მელომანი საქართველოდან და მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან მიხეილ მესხის სტადიონზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტს ესწრება. სცენასთან ადგილის დასაკავებლად მსმენელმა შეკრება კონცერტის დაწყებამდე 5 საათით ადრე დაიწყო.
სცენა Imagine Dragons-ის კონცერტამდე, რუსთავულმა მუსიკალურმა ჯგუფმა, Killages-მა გახსნა. მათი გამოსვლა 19:30 საათზე დაიწყო.
ამერიკული როკ-ჯგუფი კი სცენაზე 22:00 საათისთვის გამოჩნდა.
ბენდი საქართველოში ალბომ Mercury-ის ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. ეს ალბომი ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, Imagine Dragons-მა მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მესხის სახელობის სტადიონზე მიღებულია დაცვის უპრეცედენტო ზომები, ტერიტორიაზე მოსახვედრად კი რამდენიმე სპეციალური შესასვლელი მოეწყო.
გრემისა და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მუსიკოსები კონცერტზე თავის ყველაზე ცნობილ ჰიტებს ასრულებენ. Imagine Dragons-ის კონცერტზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ყველა ბილეთი დადებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა.
0
0