01/02/2022
11:44
მსოფლიო
ElonJet-ს "ტვიტერზე" 150 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს და იყენებს ბოტს, რომელიც სუინიმ მასკის ფრენების მონიტორინგისთვის შექმნა. შემდეგ "ტვიტერზე" ეტაპობრივად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და სად აფრინდება ან დაეშვება თვითმფრინავი და რა არის თითოეული რეისის ხანგრძლივობა.
კოლეჯის პირველკურსელმა ათამდე სხვა ფრენის ბოტის ანგარიშიც შექმნა, რომელიც ტექნიკური ტიტანების, მათ შორის ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის, ფრენებს აკონტროლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 ნოემბერს, პროტოკოლის სრული დაცვით, ილონ მასკმა ჯეკ სუინის სთხოვა, შეეწყვიტა კონტროლი, რადგან ჯეტის უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგებოდა. Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თინეიჯერს საბოლოოდ $5000 შესთავაზა, რათა “გიჟებს მისი ფრენებისთვის თვალყური არ ედევნებინათ”. სუინიმ $50,000 მოითხოვა, რომელსაც, მისი თქმით, კოლეჯისთვის გამოიყენებდა, ასევე შესაძლოა, ამ თანხით Tesla-ს მოდელი 3-იც შეეძინა.
CNN Business-ის ინფორმაციით, 19 იანვარს, ილონ მასკმა განაცხადა, რომ “ამ რაოდენობის თანხის გადახდა, სწორი ნაბიჯი არ იქნებოდა”. გარდა ამისა, ჯეკ სუინიმ მოლაპარაკების ალტერნატიულ ვარიანტად SpaceX-ში სტაჟირების გავლის შესაძლებლობაც დაასახელა. მას ილონ მასკისგან ჯერჯერობით, პასუხი არ მიუღია.
სუინის თქმით, 2018 წელს Falcon Heavy-ის პირველი გაშვების შემდეგ, ის SpaceX-ის ფანი გახდა. სუინიმ აღნიშნა, რომ მამამისი ავიაკომპანიაში მუშაობს, რამაც გამოიწვია მისი ინტერესი ავიაციის მიმართ.
როგორც სუინიმ CNN-ს განუცხადა, მან მასკს ტექნიკური რჩევები შესთავაზა და მილიარდერს ფრენის თვალთვალის ბლოკირების პროგრამა გააცნო.
”როგორც ჩანს, მასკმა მიიღო ეს რჩევა და ამჟამად დაბლოკვის პროგრამას იყენებს. მიუხედავად ამისა, მე მაინც შემიძლია თვალყური ვადევნო მასკის რეისებს; უბრალოდ ახლა ეს ცოტა უფრო რთულია," - თქვა სუინიმ.
0
0