25/07/2022
16:04
მსოფლიო
ილონ მასკის ახალი იდეის შთაგონება ფორმულა 1 გახდა.
ილონ მასკმა ტვიტერზე დააანონსა, რომ ის “ტესლასთან” ერთად ერთსაათიანი მომსახურების სერვისის შემუშავებაზე მუშაობს, რაც იმას გულისხმობს, რომ ტესლას სადგურში მიყვანიდან “ტესლას” ავტომობილის შეკეთება ერთი საათის მანძილზე მოხერხდება. საინტერესო ამ ამბავში ისაა, რომ ამ მიზნის მიღწევას კი ილონ მასკი “ფორმულა 1-ის პიტ-სტოპის ეკიპაჟის ტექნიკებით” აპირებს.
გაზეთი Elektrek-ი აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა “ტესლა” ფორმულა 1-ს სამაგალითო ნიმუშად იყენებს.
2015 წელს “ტესლამ” ორგანიზაცია “Service Innovation”-ის დირექტორი კენი ჰანდკამერი დაიქირავა, ვინც 25 წლის ფორმულა 1-ის ვეტერანი და “რედ ბულის რეისინგ"-ის მთავარი მექანიკოსია. ჰანდკამერმა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ფორმულა 1-ის სწრაფი შესასვლელების მაგალითი გადმოიღო და “ტესლას” ინფრასტრუქტურაში დანერგა.
წინა თვეში, მასკის მიზანი ჩრდილოეთ ამერიკაში მოძრავი “ტესლას” ავტომობილების ⅔-ისთვის ერთდღიანი მომსახურების მიწოდება იყო.
ეს მართლაც საჭირო სიახლეა, რადგან “ტესლას” მომხმარებლების ბაზა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე კომპანიის მომსახურებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა ვითარდება. თუმცა, მაშინ ილონ მასკს არ უხსნებია ამ მიზნის განხორციელებას როგორ გეგმავდა.
კომპანიის ერთ-ერთი შეხვედრის დროს მასკმა თქვა:
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ საკმაოდ ტრადიციული მიდგომა გვაქვს ავტომომსახურებისადმი - მიუხედავად იმისა რომ ”ტესლას" აპლიკაციას ვიყენებთ. ჩვენი მომსახურება სხვა დანარჩენი კომპანიებისას აშკარად სჯობს, მაგრამ მინდა “ტესლამ” ეს სფერო გარდაქმნას და იგი მთელ ინდუსტრიაზე 10-ჯერ უკეთესი გავხადოთ."
რა იქნება შემდეგი? “ტესლა” ერთწუთიან მომსახურებასაც ხომ არ დაუმიზნებს?
იხილეთ ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პიტ-სტოპი - აი, ასე მუშაობს “რედ ბულის” პიტ-სტოპის ეკიპაჟი:
წყარო: Interesting Engineering
მოამზადა: ანა მთვრალაშვილი
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024