12/05/2023
16:22
სპორტი
კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე ასპარეზობენ.
21 წლის ილია სულამანიძე მეოთხედფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუს ძიუდოისტთან, არმან ადამიანთან დამარცხდა, შემდეგ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა რეპეშაჟში განაგრძო, სადაც მისი პირველი მეტოქე კანადელი რეიესი იყო.
რეიესზე გამარჯვებით სულამანიძემ ბრინჯაოზე ბრძოლის უფლება მოიპოვა. ფინალურ ბლოკში მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იქნება.
რაც შეეხება ნაკრების კაპიტან ვარლამ ლიპარტელიანს, ის მესამე წრეში ყაზახეთის წარმომადგენელ ნურლიხან შარხანთან სამი გაფრთხილების გამო მოხსნეს და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.
0
0