14/11/2023
00:41
სპორტი
იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის საქმეში გარდამტეხი მომენტი დადგა. დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას და მის გუნდს, რუდი გარსიას ნაცვლად, იგორ ტუდორი გაწვრთნის – ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტმა, ნიკოლო სკირამ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.
„იგორ ტუდორი სულ უფრო უახლოვდება „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს. დღეს რომში მხარეებს შორის პოზიტიური შეხვედრა გაიმართა. ტუდორისა და „ნაპოლის“ ადვოკატები კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობენ“, – წერს სკირა.
„სამწვრთნელო საქმიანობის დაწყების შემდეგ იგორ ტუდორმა თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერი ხასიათის სპეციალისტმა. ძალიან რთულ სიტუაციებს ადვილად უმკლავდება და შემთხვევითი არ არის, რომ მძიმე ვითარებაში მყოფ „ვერონაში“ საქმეს შესანიშნავად გაართვა თავი.
მისი საყვარელი ტაქტიკური სქემაა 4-2-3-1, შედარებით ნაკლებად მიმართავს 3-5-2 მონახაზს. ტუდორი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თამაშის დროს მაღალი პრესინგის გამოყენებას. ტაქტიკურად საკმაოდ განსწავლული სპეციალისტია. ამავე დროს შეუძლია თავისი ფეხბურთელების თვისებებს კარგად მოერგოს“, – წერს „კალჩო ნაპოლი“.
0
0