27/02/2022
20:15
ომი უკრაინაში
„ეს საშიში რიტორიკაა. ეს არის უპასუხისმგებლო საქციელი. და, რა თქმა უნდა, როდესაც ამ რიტორიკას აერთიანებ იმასთან, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში - ომს აწარმოებენ დამოუკიდებელი, სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ სრულ შეჭრას უკრაინაში - ეს აძლიერებს სიტუაციის სერიოზულობას", - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-თან ინტერვიუში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შემაკავებელი ძალები "მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ასევე განკუთვნილია აგრესორის გასანადგურებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით".
0
0