04/02/2022
16:11
მსოფლიო
ახალ თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი პასუხისმგებელი იქნება საპროცენტო განაკვეთების დაწესებასა და ფინანსური სტაბილურობის მართვაზე, ისევე როგორც ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის ზედამხედველობაზე, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი აქტივები აქვს - 1.4 ტრილიონი დოლარი.
„დაინტერესებული ვიყავი ნორვეგიისთვის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველის გამოვლენით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იენს სტოლტენბერგია“, - განაცხადა ნორვეგიის ფინანსთა მინისტრმა.
იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. მისი მანდატი 2022 წლის 30 სექტემბერს იწურება.
იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველის მოვალეობების შესრულებას ნატოს გენერალური მდივნის მანდატის ამოწურვის შემდეგ შეუდგება.
0
0