08/01/2022
10:12
მსოფლიო
„ჩვენ ვწუხვართ ადამიანების დაღუპვის გამო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძალადობის დასრულება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, მშვიდობიანი დემონსტრაციისა და გამოხატვის თავისუფლების ჩათვლით. ბევრმა მოკავშირემ გამოთქვა ეს პოზიცია. მე გამოვთქვი ეს, როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომ ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და შეშფოთებულნი ვართ შექმნილი სიტუაციით. საჭიროა ძალადობის შეწყვეტა და ადამიანის უფლებების პატივისცემა. ვფიქრობ, მთავარი გზავნილი არის ის, რომ ძალადობა უნდა შეწყდეს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.
0
0