19/08/2022
13:50
მსოფლიო
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 23 აგვისტოს, „ყირიმის პლატფორმის“ სამიტს დაესწრება, - ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
„2022 წლის 23 აგვისტოს ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მონაწილეობას „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტში ონლაინ რეჟიმში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, „ყირიმის პლატფორმა“ არის უკრაინის მიერ 2021 წელს ინიცირებული კონსულტაციებისა და კომუნიკაციების ფორმატი, რომლის უმთავრესი მიზანი ნახევარკუნძულის დეოკუპაციაა.
„ყირიმის პლატფორმის“ პირველი სამიტი 2021 წლის 23 აგვისტოს, კიევში გაიმართა და მასში მონაწილეობა 40-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს. მეორე სამიტი ონლაინ ფორმატში 23 აგვისტოს გაიმართება.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024