08/11/2024
14:56
სპორტი
უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტუალურია მოკრივე ავთანდილ ხურციძისა და UFC-ის ქართველი ჩემპიონის მერაბ დვალიშვილის ონლაინ დაპირისპირების ამბავი.
ერთი კვირის წინ ხურციძემ ვიდეო ჩაწერა, სადაც თქვა, რომ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა სურს.
ყველაფერი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა ხურციძემ "ფეისბუქის" გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მერაბის შესახებ საუბრობდა:
"ამბობთ, მერაბ დვალიშვილი მშენებლობაზე მუშაობდაო. ვიცი, რომ მშენებლობაზე მუშაობდა და ამით რა? მე თუ არ ვმუშაობდი, ე.ი. რეკეტიორი ვარ? ახლა მუშაობის ნებართვა არ მაქვს და კანონდარღვევად მეთვლება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, თუ სხვანაირად მოვიპოვებ იმას, რაც უნდა მოვიპოვო, რა პრობლემაა. რინგზე რომ ვიჩხუბო, არ შეიძლება?! და მეორე თემა, თქვენც რომ იცოდეთ, პროკურატურამ და სხვებმა ეს უკვე იციან, რაც ბრალდებაში მქონდა, ხმოვანი თუ ვიდეო მტკიცებულება, მერაბ დვალიშვილი ყველგან იყო. სასამართლოში დვალიშვილის ყველა ვიდეო გამოიტანეს“, - ამბობდა ვიდეოში ხურციძე.
მაშინ მერაბმა ხურციძეს ასე უპასუხა: "მე არასდროს ჩემს სიცოცხლეში არც ერთი ბრალდებულის საქმეზე არ დავუკითხივარ პოლიციას, არ მიმიცია ჩვენება არავის წინააღმდეგ და არასდროს ვყოფილვარ მოწმე სასამართლოში".
ამჯერად ხურციძე მორიგ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ ციხეში სწორედ დვალიშვილის ბრალდებების გამო ჩასვეს. ასევე მისი თქმით, მერაბ დვალიშვილი მისი სახელით თანხებს აგროვებდა.
"მანეთი ფული არ დადო ჩემს მკურნალობაზე. ფულს აგროვებდა, ხურციძეს მკურნალობა უნდაო და უნდა ვუმკურნალოთო. როგორც მაშინ ქნა, როცა დამიჭირეს და ხალხს ამშვიდებდა, ყველაფერი კარგადააო. რა არის კარგად? მე მაგისი ბრალდებებით გამიშვეს ციხეში. შენი ვიდეოები მოიტანეს მტკიცებულებად და სასამართლოშიც იჯექი. ძნელად გასასამართლებელი კაცი ვიყავი, რადგან ფაქტები არ იყო. პროკურორი თავის ილუზიებში იყო პროცესზე და აქედან დვალიშვილი უჭერდა მხარს, გამოდის ინტერვიუებს გაძლევთ მედიას, ყველაფერი მაგრადააო. გვესაჭიროება თანხებიო.
20 ათასი დოლარი აქვს აკრეფილი მაგას... 500 დოლარი ეკლესიიდან გამოუტანია. მხვდებიან ხალხი, ერთმა მითხრა 1000 დოლარი გამოგიგზავნე დვალიშვილის ხელითო, ვიცი რომ არ მოგსვლიაო. მინდა იცოდეთ, ვირთხაა ეგ. ეგ ჩემთან რინგზე არ ამოვა, ვიცი. ნეტა მაგ დღეს მოვესწრებოდე, რადგან მოსამართლემ გამომიცხადა, რომ მათთან მიახლოება არ შეიძლება. ახლა ყველას გეუბნებით, 7-ჯერ არის ეგ კაცი ნასამართლევი.
ყველამ ყველაფერი იცის. ხალხმა მითხრა, ჩვენ გვეგონა 48 კაცი იყავით დაჭერილი და თურმე 2 კაცი ყოფილხართ დაჭერილიო. ყველამ ხელი მოაწერა აღიარებას. მეც შემომთავაზეს, ვითომ რაჟდენ შულაიასი მეშინოდა და ამიტომ ვეხმარებოდიო. აი ამაზე აქვთ ხელი მოწერილი ყველას.
მერაბი ჩართული იყო ყველაფერში, შემოდიოდა ჩემთან ვიზიტზე, დარიგებებით მირეკავდა. დედაჩემს მაგის დანახვა არ უნდა. დაურეკა დედაჩემს, ავთოს გამოუშვებენო, ვინც ვითანამშრომლეთ ყველა გარეთ ვარო. ყველაფერი იცოდა მაგან, როგორ მაწამებდნენ ციხეში. უნამუსო ბიჭია. როცა იყო დრო, მიწერდა ვიდეოებს, მიყვარხარ ძმაო და მეუბნებოდნენ, მაგას სჭირდები და იმიტომ უყვარხარო" - ამბობს ხურციძე.
0
0