15/08/2023
11:58
კულტურა
იცით, რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა – „რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციო?“, – აღნიშნულის შესახებ მწერალთა სახლის ახალმა დირექტორმა ქეთი დუმბაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ცდილობს, სოციალურ ქსელში აღნიშნული პირების სტატუსები არ წაიკითხოს.
„იცით რა მეწყინა ყველაზე მეტად? თურმე, ასეთი შეკითხვით მომმართა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, იქაურმა, რომ რა გინდა, რისთვის მოდიხარ მწერალთა სახლში, რომ სოფლის კლუბად გადააქციოო?! რას ნიშნავს სოფლის კლუბი? – სოფლის კლუბებში იზრდებოდნენ უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც შემდეგ დიდი მწერლები ხდებოდნენ!“, – განაცხადა დუმბაძემ.
ცნობისთვის, ქეთი დუმბაძის წინააღმდეგ მწერალთა ნაწილმა ღიად გამოხატა პროტესტი.
ამასთან, მწერალთა სახლმა განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, მათთვის მიუღებელია ქეთი დუმბაძის კანდიდატურა ხელმძღვანელის პოსტზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბრძანება უკვე გამოსცა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024