იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მკვლელი ცნობილია
08/07/2022
14:50
მსოფლიო
A-
+A
ცნობილია, ვინ დაესხა თავს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შინზო აბეს, რომელმაც მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი, რომელიც ეჭვმიტანილია აბეს მკვლელობაში, 41 წლის ტეცია იამაგამია.
გავრცელებული ინფორმაციით, ის არის იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების ყოფილი წევრი.
იაპონური გამოცემის NHK ცნობით, როგორც იამაგამიმ პოლიციას განუცხადა, ის „უკმაყოფილო იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრით და მისი მოკვლა სურდა“.
ეჭვმიტანილი ახლა პოლიციაში იმყოფება.
გაურკვეველია, როგორ გაიგო მსროლელმა, რომ კამპანიას აბე დაესწრებოდა, რადგან ვიზიტი მხოლოდ გვიან ღამით დადასტურდა.
ცნობისთვის, 67 წლის აბე ქალაქ ნარას მატარებლის სადგურთან სიტყვით გამოდიოდა, როდესაც თავდამსხმელმა 2-ჯერ ესროლა.
0
0
422
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%