25/07/2022
14:55
მსოფლიო
იაპონიაში, კუნძულ კიუშუზე მდებარე ვულკანი საკურაჯიმა ამოიფრქვა; იაპონიის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი - მე-5 დონე - გამოაცხადა და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ (JMA) განაცხადა, რომ ვულკანი ადგილობრივი დროით 20:05 საათზე ამოიფრქვა. ფერფლის მასა კრატერიდან 2.5 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა ჰაერში. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Reuters-ის ინფორმაციით, იაპონიის ბირთვული მარეგულირებლების განცხადებით, სენდაის ატომურ ელექტროსადგურზე არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
NASA-ს ცნობით, საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერმე ამოიფრქვა.
საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენჯერმე ამოიფრქვა. ვულკანი კაგოშიმას პრეფექტურაში, იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024