27/06/2022
12:46
მსოფლიო
იაპონიის პრემიერმინისტრმა ფუმიო კაშიდამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა. სანქციები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვასაც შეეხო.
გარდა ამისა, დამატებითი სანქციები მოიცავს რუსეთისთვის ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფისა და სხვა მომსახურებების აკრძალვას.
კაშიდას თქმით, იაპონია რუსეთის ფედერაციის კიდევ 70 პირსა და ორგანიზაციას აქტივებს გაუყინავს, ასევე აკრძალავს საქონლის მიყიდვას 90 ორგანიზაციისთვის, რომლებიც საქონლის მიყიდვის თავდაცვის სექტორთან არიან კავშირში.
იაპონიის პრემიერმინისტრმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიო დგას ისტორიის გზაჯვარედინზე და იტესტება, შეუძლია თუ არა საერთაშორისო წესრიგის დაცვა წესების საფუძველზე.
კაშიდას თქმით, ისეთი ჩარჩოები, როგორიცაა მაგალითად გაეროს უშიშროების საბჭო, საკმარისად ვერ გაუმკლავდა არსებულ ვითარებას.
რუსული ძალების მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, იაპონიამ რუსეთში ინვესტიციები შეამცირა და არაერთი ბანკისა თუ მოქალაქის აქტივები გაყინა, მათ შორის არიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შვილები და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები.
0
0