16/12/2022
21:29
სამხედრო
იაპონიამ ახალი ეროვნული უსაფრთხოების გეგმა წარადგინა, რომელიც სამხედრო დანახარჯების გაორმაგებას გულისხმობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიას თავდაცვისთვის ამხელა ბიუჯეტი არ გამოუყვია. ეს ნიშნავს, რომ რეგიონული მასშტაბით საფრთხის მატებასთან ერთად ქვეყანამ პაციფისტური კურსიდან გადაუხვია.
პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას თქმით, ახალი ზომების მიღებით, იაპონიას შესაძლებლობა ექნება კონტრშეტევისა და საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე პირდაპირი შეტევა განახორციელოს.
თავდაცვის მინისტრის თქმით, დეკემბრის თვეში პრემიერმინისტრმა 2027 წლისთვის თავდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის 2%-ით გაზრდა მოითხოვა.
იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (NHK) მიხედვით, იაპონიის მთავარ მეტოქესა და “ყველაზე დიდ სტრატეგიულ გამოწვევას” ჩინეთი წარმოადგენს.
დიდი ხანია, ჩინეთი იაპონიის მახლობლად თავის საზღვაო და საჰაერო ძალებს აძლიერებს. ამასთან, იგი იაპონიის კონტროლის ქვეშ მყოფ სენკაკუს კუნძულებს სუვერენულ ტერიტორიად აღიარებს. ჩინეთმა სამხედრო ზეწოლა ტაივანზეც გააძლიერა, რომლის უსაფრთხოებაც, იაპონიის ლიდერების თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იაპონიის უსაფრთხოებისათვის.
ამასობაში, ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო არსენალის განვითარებასა და რუსეთის მიერ იაპონიის მეზობელი კუნძულების სამხედრო გაძლიერებასთან ერთად, იაპონიას დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაც დაემუქრა საფრთხე.
ახალი გეგმა შორ მანძილზე მწვდომი იარაღის შეძენასაც გულისხმობს. თუმცა, როგორც ტოკიოში ამბობენ, მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ იაპონიას თავს დაესხმებიან.
წყარო: tabula.ge
0
0