06/02/2022
12:37
საზოგადოება
როგორც გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, ქვეყანა ამ ეტაპზე პიკის პერიოდში იმყოფება.
„ჯერჯერობით ქვეყანაში ინფექციის ცირკულაცია სერიოზულია. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ გარკვეულად პიკში ვართ, რომელიც ხანგრძლივდება ხოლმე. შემცირდება თუ არა ციფრები და დაიწყება თუ არა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება, ამის შეფასებას მომავალ კვირაში გავაკეთებთ.
შემთხვევების 85%-ზე მეტი ომიკრონზე მოდის. ჯანდაცვის სექტორებიდან ზეწოლაა ამბულატორიულ სექტორზე, ონლაინ კლინიკებზე, ოჯახის ექიმებსა და ლაბორატორიულ სექტორზე.
ომიკრონით გამოწვეული ინფექცია დელტასთან მიმართებით შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ძირითადად ეს ადამიანები ბინაზე მკურნალობას გადიან, მაგრამ ამან, რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვათამამოს, რადგან შემთხვევათა რაოდენობა დიდია. გაზრდილია ომიკრონის ცირკულაცია, იანვარში რეინფიცირების 57 ათასამდე შემთხვევა იყო. ომიკრონის სხვა შტამებს გვერდს უვლის და რეინფიცირება 4-5 ჯერ მაღალია“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
0
0