19/11/2024
11:40
საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 025.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 7.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 13 556.9 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 4.8 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში, 8 088.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 636.0 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 2 061.5 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 728.3 მლნ. აშშ დოლარით.
0
0