19/12/2023
11:27
ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 612.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.7 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 5 584.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 11.1 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14 028.5 მლნ. აშშ დოლარია – ზრდამ 16.1 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, 8 444.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 714.8 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 2 193.9 მლნ. აშშ დოლარითა და აშშ – 1 846.2 მლნ. აშშ დოლარით.
0
0