18/10/2024
12:50
მსოფლიო
როგორც ცნობილია, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა დაადასტურა, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი, მოკლეს.
როგორც გაეროში ირანის მისიამ განაცხადა, სინვარის მკვლელობის ამსახველი კადრები მას "ბავშვებისთვის გმირად" აქცევს.
„როდესაც აშშ-ის ძალებმა დაბნეული სადამ ჰუსეინი მიწისქვეშა ბუნკრიდან გამოათრიეს, ის მათ ევედრებოდა, რომ არ მოეკლათ, მიუხედავად იმისა, რომ თავადაც შეიარაღებული იყო. ის განწყობა, რომ სადამი წინააღმდეგობის მაგალითი იყო, საბოლოოდ გაქრა. თუმცა, როდესაც მუსლიმები უყურებენ ბრძოლის ველზე მდგარ მოწამე სინვარს, ღია ცის ქვეშ და არა სამალავში - მტერთან პირისპირ - მათი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი უფრო ძლიერდება. ის გახდება მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდებისა და ბავშვებისთვის, რომლებიც გააგრძელებენ მის გზას პალესტინის გათავისუფლებისთვის.
სანამ არსებობს ოკუპაცია და აგრესია, წინააღმდეგობაც გაგრძელდება, რადგან მოწამე სინვარი ჩვენს მეხსიერებაში იცოცხლებს და შთაგონების წყაროდ დარჩება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0