01/10/2020
11:41
ბადაგონი
კომპანიის ინფორმაციით, “ბადაგონის” პრემიუმ კლასის ცქრიალა ღვინომ “BADAGONI BRUT”-მა ჰონკონგში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე უმაღლესი ჯილდო – საუკეთესო ღვინის წოდება “AWR BEST 2018” მოიპოვა.
დაჯოლდოების ღონისძინება 10 მარტს ჰონკონგში გაიმართება.
7 თებერვალს, კომპანია “ბადაგონში” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ,,ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება. კერძოდ, გამოძიება შპს „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე დაიწყო.
კომპანია “ბადაგონის” 100% წილის მფლობელი დღეს გიორგი სალაყაიაა, თუმცა წლების განმავლობაში ამ კომპანიაში წილს „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობდა, რომელიც 2010 წლის თებერვალში ბადაგონის 100% წილის მფლობელად ირიცხებოდა.
სალაყაიას მხარე დავის სასამართლოში წარმართვას ემხრობა, “გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედი” კი ამბობს, რომ წილების უკანონო მითვისება სამოქალაქო დავა არ არის და საგამოძიებო სამსახურს ამიტომ მიმართეს.
0
0