02/12/2021
14:59
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა იმ რთულ პერიოდზე ისაუბრა, რაც იმ დროს ხდებოდა და რასაც რუსები სჩადიოდნენ.
„სააკაშვილი იყო ტაილანდში. სექს-ინდუსტრიის გვარების დასახელებას დავპირდი, ასაკთან ერთად მეც მავიწყდება ვისი მომსახურებით ვისარგებლე, თუმცა არც პროკურატურა არ ასახელებს. კარგი იქნებოდა არქივში შემენახა. ჩამოსული სტუმრებიდან ჰილარი კლინტონი იყო სექს-ინდუსტრიის წარმომადგენელი? რომელიმე ევროპარლამენტის წევრი თუ რომელი იყო ზუსტად სექსს ინდუსტრიის წარმომადგენელი.
ვიყავით ტაილანდში, როდესაც იყო ძალიან რთული პერიოდი და დარბოდნენ რუსები ჩემოდნებით. ტუალუს აღიარება დაუჯდათ 1 მლნ დოლარი. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა, ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა რომ წაიყვანეთ პრემიერ-მინისტრები და დაელაპარაკეთ.
ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი ვაჩუქეთ ძალიან ძვირფასი საჩუქრები და ამ ფულს მე ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ფული იმისათვის რომ არ მომხდარიყო ლეგიტიმაცია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
0
0