23/10/2024
14:29
მსოფლიო
„ჰაიტიზე, შეიარაღებული ბანდები თავდასხმებს აძლიერებენ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ისინი ჯერჯერობით არ აკონტროლებენ. ჰაიტიზე არსებული სიტუაცია, სამწუხაროდ, გაუარესდა. გასული კვირიდან გახშირდა თავდასხმები დედაქალაქზე, მის გარეუბნებსა და ფერმერულ რეგიონზე, მოსახლეობა გაფართოებულ ალყაშია და უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვს. საერთაშორისო მისია რჩება კრიტიკულად ნაკლები რესურსით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის განლაგებაზე და შეფერხდეს ეროვნული პოლიციის მხარდაჭერა.
ასევე დაძაბულობაა ქვეყნის ორმაგ აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საპრეზიდენტო საბჭოს შორის, რაც კიდევ უფრო აქრობს საზოგადოების ნდობას მთავრობის მიმართ,“ - განაცხადა გაეროს ინტეგრირებული ოფისის ხელმძღვანელმა მარია იზაბელ სალვადორმა გაეროს უშიშროების საბჭოსთან ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში შეიარაღებული ბანდების ალიანსმა [ცნობილია, როგორც Viv Ansanm] თავდასხმები განაახლა.
გაეროს შეფასებით, დედაქალაქის გარშემო განხორციელებული თავდასხმების შედეგად, 17 ოქტომბრიდან, 4200-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა სახლი. მათი უმეტესობა სკოლებში, ეკლესიებსა და ჯანდაცვის ცენტრებში იმპროვიზებულ ბანაკებში აფარებს თავს, ხოლო 5 მილიონზე მეტი - შიმშილობს.
0
0