14/08/2023
23:07
სპორტი
შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ფეხბურთის მოყვარულებს სასიამოვნო სიახლის შესახებ ამცნობს. წერს, რომ ახალი პროექტის წამოწყებას აპირებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ლეგენდების მატჩი ჩატარდება.
,,გვინდა ახალი პროექტი წამოვიწყოთ და საქართველოში, სეზონში მინიმუმ ერთხელ, ჩავატაროთ მატჩი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მონაწილეობით. მასპინძელი გუნდი საქართველოს ნაკრები იქნება, რომელშიც ვეტერანი ფეხბურთელები ითამაშებენ. უკვე დაწყებული გვაქვს გუნდებთან მოლაპარაკება და მატჩის ჩატარების თარიღს მოკლე პერიოდში შეგატყობინებთ.
რაც მნიშვნელოვანია, უახლოესი მატჩი, ერთმანეთის გამხნევების და მხარდაჭერის იდეის მატარებელი იქნება. ვფიქრობ, რთული პერიოდის დროს, უფრო გვჭირდება მეტი საერთოს გამოძებნა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი იდეის და მიზნის გარშემო არაერთი ადამიანი, კომპანია და ბრენდი გაერთიანდება", - წერს ფეხბურთელი სოციალურ ქსელში.
0
0