18/10/2021
17:47
საზოგადოება
„ისინი ეყრდნობიან იმ კრებსებს, რომელთა მოხმობაც გადაცემაში ძალიან უსუსურად სცადეს, ეკლესიის მიმართ შეთქმულება ძალიან კარგად იხატება. ესაა გოჩა ბარნოვის ჯგუფი, რომელსაც პირდაპირ ხელმძღვანელობს ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ გადაცემებს „მთავარ არხზე“, „TV პირველსა“ და „ფორმულაზე“. ეს არის ეკლესიასთან ბრძოლის ერთობლივი პროექტი. გადაცემაში, გოჩა სწორედ საუბრობდა, ხელისუფლების შეცვლასთან ერთად, საპატრიარქოზე შტურმსა და მღვდელმთავრების დაპატიმრებაზე“, - აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
გუშინ, სამებაში, მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. მოგვიანებით კი, ამ ქადაგების კომენტირებისას მთავარი არხის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გპირდებით, უმალ თქვენი მორალური სიკვდილი დადგება, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით“.
0
0