22/10/2021
13:22
საზოგადოება
,,გუშინ ორი მნიშვნელოვანი აღიარება მოისმინა საზოგადოებამ. „ლელო“-ს ლიდერმა და ვირტუალურ მერ ნიკანორ მელიას ასევე ვირტუალურ მოადგილედ ნომინირებულმა მამუკა ხაზარაძემ შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ აღიარა რომ სააკაშვილი ციხეში დანაშაულის გამო ზის თუ გულწრფელად ასე თვლის, მაშინ "კოალიცია"-თან მოუწევს ალბათ გარჩევები. სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, შეიძლება უნებლიეთ, მაგრამ აღიარა, რომ კონტეინერში რძის პროდუქტებთან გადაღებული სააკაშვილის ვიდეო, რომლითაც ის გატაცების ინსცენირებაზე საუბრობს, რეალობას შეესაბამება. ეს კი იმას ადასტურებს, რომ სააკაშვილს მარტო ამაზე (საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე) ეკუთვნის სასჯელი.’’ - წერს ანჯაფარიძე.
„ქრონიკამ“ მიხეილ სააკაშვილის საქმის ექსკლუზიური მასალა მოიპოვა.ვიდეოკადრებში, უკრაინიდან საქართველოში ტრაილერით მომავალი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირველი კადრებია. ვიდეოში, რომელსაც სააკაშვილი რძის პროდუქტით სავსე სატვირთოს მისაბმელში თავადვე იღებს, ის აქამდე უცნობ სცენარს ავითარებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდებოდა, როგორც თავად დაგეგმა. თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, სავარაუდოდ, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა.
0
0