29/08/2024
13:25
სამართალი
შსს გურჯაანში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და დაკავებულია 1 პირი:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი პირი: მეუღლე - 1986 წელს დაბადებული ფ.ტ., თანასოფლელები: 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული რ.კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ზ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს." - აცხადებს შსს.
შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ახაშენში გუშინ, 28 აგვისტოს მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა ცოლ და ბავშვობის ორი მეგობარი ცეცხლსასროლი იარაღით, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.
ფიქრია ტუგულაშვილისა და მალხაზ მამისაშვილის ცხედრები მეზობელმა შემთხვევით იპოვა. ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა როინ კობიაშვილი, რომელიც სოფელ ზეგაანში იპოვეს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024